↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

რატიანი ზვიად

2026-07-184 წთ საკითხავი7628 ნახვა

—
ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთდა ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებსდა სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენშივინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლარამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.
– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართანდა თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.
– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთარც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.
– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგიჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთისსიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთდა ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.
---------------------– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმაშუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამულიდროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენითხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,სარწმუნოება...შავლეგ, შენი...სულ შენი, შენი,შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთებიდა გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვებიარ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდითბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდითამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცითდა ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდაყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებითდა ასე ვხდებით უკვდავები.ნუ გეცინება,ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელიდა საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქმის ელოდნენდა ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.
-----------------------– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთდა არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთიმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტადახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედანდა აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშისმჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარებიდა ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებითდა ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირისგაუმააარ...ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი