↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნარჩენები

რატიანი ზვიად

2005-05-121 წთ საკითხავი7574 ნახვა

—
ვათავისუფლებ საკუთარ თავს სახელებისგან,ვათავისუფლებ ჩემს ჯიბეებს,ვათავისუფლებ ფეხსაცმელებს და ვტოვებ გზაზე.ღამით უკან ვაბრუნებ საათს.საოჯახო ალბომს ვფურცლავ და ვუყურებ პატარა ჩემთავს.
კარგს რას მომიტანს? საათებმა გააკეთეს თავისი საქმე.ვამბობ ჩემს სახელს, ვამბობ ნახვამდის.ქარს მიაქვს ყველა ჩემი სიტყვა თანმიმდევრობით.მე მიყვარდა ჩემი ცოლი, მაგრამ გავუშვი.
ჩემი მშობლები წამოიჭრენ სავარძლებიდანღრუბლების რძისფერ ოთახებში.როგორღა ვმღერი?დრო მეუბნება თუ ვინა ვარ, ვიცვლები და ვრჩები იგივე.ვათავისუფლებ საკუთარ თავს ცხოვრებისაგან და ცხოვრება რჩება იგივე.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი