↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენ იწექი საძინებლის"

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7574 ნახვა

—
შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგითდა მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.
დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.
არც აქ, დედი, არც ამ წიგნშიარაფერი წერია შენზე.
და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდადა ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.
გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.გამეცინა საკუთარ თავზე.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი