პოეზია · ლირიკა
* * * "ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ"
ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ.ჩვენ ხომ აქ დიდხანს(ჩვენ ხომ აქ ზოგჯერ, ჩვენ ხომ აქ ვითომ)ოდესღაც ვმდგარვართ. თუ ვინმემ გკითხა,თქვი, რომ ვიდექით ,და თხოვე, თქვითოყველასთან, ყველგან, რომ ჩვენ აქ ვმდგარვართ,რომ ჩვენ აქ დიდხანს, ვითომ და ზოგჯერვმდგარვართ ხეებად, მერე კი გვალვამდაგვახმო ანდა, უბრალოდ, მოგვჭრეს.მაგრამ ჩვენ ვმდგარვართ - აქ, ამ მინდორშიორი ხე, ერთად. მერე კი მეხიდაგვეცა ციდან. ან გავითოშეთზამთრის ყინვაში. ან კიდევ ხერხითმოგვჭრეს და მერეღუმელში შეშადდაგვწვეს და მერეზეცაში კვამლადავედინეთ დაიქ კიდევ ყვავმაჩაგვისუნთქა დანისკარტზე შერჩასიმლაშე ჩვენი სიყვარულის...იგრძნო იმწამსვე,როგორ ჩაუწვა ხორხი ჩვენი სიტყვების ჭვარტლმა,და დაიჩხავლა, და დაეშვა ქვემოთ, მიწაზე,და როცა ხალხი დაინახა, უმატა ჭარტალს:"ესენი იდგნენ, ორი ხე, ერთად,ესენი მოჭრეს, ერთად, ორი ხე,ესენი დაწვეს. და ახლა ყელთანაღმენიშება მსუბუქი ჩხვლეტაამათი ჭვარტლის ყლაპვისაგან. და მსურს მოგიყვეთიმის შესახებ, თუ რად იქცნენ მას მერე, როცამოჭრეს და დაწვეს (სხვათაშორის, ორივე ლოცავსიმ დღეს, როდესაც მოჭრეს, დაწვეს) ისინი ახლააქვე ცხოვრობენ, თქვენს ქალაქში, თქვენსავით ხალხადიწოდებიან; და თქვენსავით ისწავლეს კოცნაც,საჭმლის კეთებაც, ფულის დათვლაც, ბუზების ხოცვაც,ხოლო მე, ყვავი, ვიწოდები აწ უკვე ლექსადდა ყველას, თუკი მოისურვებთ, ჩემს ფრთებზე შეგსვამთ -გადავევლებით მრავალ ქალაქს, მდინარეს, ფერდობს,ბოლოს მიგაფრენთ იმ მინდორთან, სადაც თქვენ ერთ დროს(სადაც თქვენ დიდხანს, სადაც ვითომ, და სადაც ზოგჯერ)ორ-ორ ხეობით იდექით და, მერე კი, მოგჭრეს.