პოეზია · ლირიკა
* * * "აი ისინიც, ცუდი დღეები"
აი ისინიც, ცუდი დღეები. მთელი ღამე ბომბავდნენ ქალაქსდა არსად გვქონდა გასაქცევი. როცა ინათა,ხმაური მიწყდა. მე გავედი აივანზე -
განთიადის ირიბ მზეში ირხეოდნენქალაქის თავზე ერთ ღამეში ამოზრდილიგიგანტური ხეები კვამლის
და ჯერ კიდევ მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებითჩაჭიდებოდნენ მძინარეებს; ახლა უკვესამუდამოდ მძინარეებს,
რომლებსაც შემდეგ შევიცოდებ,ჯერ ადრეა. ჩემი გული სავსეა რწმენით,რომ მეც, ჩემებიც, გადავრჩებით, მორიგი ჭურვი
სხვა სახლს მოხვდება, თუნდაც იმას – მოპირდაპირეს,ხოლო ჩვენი – გადარჩება. მე ცას ავყურებ,საიდანაც მოველი საფრთხეს, საიდანაც მოველი შველას,
თვალს არ ვაშორებ – რათა მზერა არ გამექცესმოპირდაპირე სახლისაკენ, რომლის ერთ-ერთ აივანზე გამოდის კაციდა ცას აჰყურებს. მისი გულიც სავსეა რწმენით.