↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ახლა მივხვდი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20231 ნახვა

—
ის ბაღი... მე რომ მიყვარდა ერთხელ...წნორის ორღობე... ვერხვიანები...მე იმ ორღობეს, მთვარეს, იმ ვერხვებსდა იმ სიყვარულს ვეხმიანები!
― სადა ხარ, სადა, თვალმერცხლიანი,ჩემი ოცნების სახე მბრწყინავი?ვერხვის შრიალში ხმავერცხლიანიმეპასუხება მხოლოდ ნიავი...
მე ეხლა მივხვდი, რომ სიყვარულიუკვე სიმღერად გადაქცეულა...და ის ოცნება და სიხარულიქარის ფრთებითაც ვერ დაწეულა!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი