პოეზია · ლირიკა
მაშინ
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მაშინ ავწიოთ გოზაურები,აზარფეშაზე ვიყოთ მინდობით,როს მენავენი, მოგზაურებიდაბრუნდებიან უკან მშვიდობით.შენი ნადიმი მაშინ მაჩვენედა მაშინ ვიყვნეთ კოცნითაც მტკბარი, ―როდესაც ქვეყნად გაიმარჯვებენძმობა, ოცნება, ლაჟვარდი, ქარი...