↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
გადეყარა ნარიყალასნაცრიანი ბური...ხაში,ხილიდა თონიდან ამოყრილი პური.თაბახი და საზანდარი,მზე შინა და გარეთ -ეგებება მზეს თბილისითავის ექვსი კარით...
*მიეგებეთ,ვინც დამწვარა,როგორც საათნავა!განა გიცდის სიყვარული,ადგება და წავა!მაგრამ ისევ ილაპლაპებსმტკვარის ლურჯი გავა,ქაშუეთის ჩუქურთმებიფასკუნჯების თავად!
*განა გასძლებს სიჭაბუკე,ვაი, შენი ბრალი!ხელებშუა გაქანდება,ვით ნიაღვრის წყალი,ისევ ისევ დამწიფდებავერის ბაღში ბალი,აბანოდან ამაივლისთვალციმციმა ქალი.
*განა ლექსი ლექსი არი,თუ დარჩება მუნჯი?პოეტებო,გულსაც უნდაბერტყვა, როგორც ხურჯინს!..ჰკივის თათრულ სიმღერებითმწველი იეთიმ-გურჯი,სწვეთს ღვინოში ჩაწობილიფიროსმანის ფუნჯი.
*მიეგებეთ ოქროს მტვერში,სიტყვა უნდა განდაგანა,ბესიკსა და საათნავასსიყვარული სწამდათ განა?ხმაში უნდა ვეფხვის ძალი, -სამაია სამთაგანა!
*მაგრამ ლექსი გადურჩებაიმ ძველ ნააჩრდილარს?სახედარზე წითელ ბოლოკსდა ჭიანურს მტირალს,მეტივეს და თივის ურემს,წყნეთურ მაწვნის ქილას? -
მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,ამ თბილისის დილას?
1930
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი