პოეზია · ლირიკა
მარად ბრწყინავს სამშობლო
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ლექსო, რაღა კარგი ხარ,ლექსო, შენც დამკარგვიხარ,გაოხრდი, გატიალდი,თუ სიტყვაში ჩაგიქრასამშობლოს განთიადი!― არა, შენი ჩუქურთმაჰქსოვეს ქართლის შუქურთა,ფრთებს მისთვის მიაქანებ,მარად ბრწყინავს სამშობლო ―დიდ შვილთა მეაკვანე!