↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამაპაპურო კერაო

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20248 ნახვა

—
მამაპაპურო კერაო,შენ ხომ მისათვის ბოლავდი,რომ რკინით გული გეკვერადა გეწრთო სულის ფოლადი!მთებო, თქვენ შთაგიბერიათგმირული გამბედაობადა მისთვის თქვენი ფერიაქართლის ლომკაცთა თაობა.ხალხო, ცხოვრება მზებნელიხმლის ელვით გინათებია,თავისუფლების მძებნელიგმირი გმირს გიმატებია.შენს დროშის ტარზე ჭიდილიბევრჯერ უყვარდათ ყორანთადა ბევრჯერ თვითონ სიკვდილიცგაგიჩეხია ორადა!იცოცხლე! მუდამ დაჰქროდესშენი ფრთაცეცხლი მერანი;გიყვარდა გულის სიცეცხლედა მომავლისკენ მზერანი...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი