↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამოცდაათი წლის პოეტი ქუჩაში მიდის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
საქართველოში მძლავრზე მძლავრიარის ხმაური,ისმის ეპოქის უსწრაფესიეტლის გრიალი.ამ ეტლში ბრმაც კი ჩაჭედილა,ვით მოგზაური.ხილულიც ნახვას ყველაფრისასვერ ასწრებს თვალი.სოციალიზმის სისადავერანაირიადა რა ძვირფასი - დაინახავს -ვინც გადარჩება.სამოცდაათი წლის პოეტიქუჩაში მიდის,ამ იანვარში მას აცვიათხელი სატინა.არც მზე მიდიის, არც ბაღებისემირამიდის -საქართველოა, არა რომიანუ ათინა.ხან მუშკოოპთან, სასახლესთან,ხან სახელგამთანის შეჩერდება, გაისწორებსლორნიონს უწინ...გახედავს პროსპექტს...
სამოცდაათი წლის პოეტიქუჩაში მიდის,ქუჩა ელექტროს და რადიოსმოუთოკია,„თუმცა პოეტი ახლანდელი,არ ჰგავს ოვიდის,მაგრამ ყოველ დროს ხომ თავისიჰყავს ბოდოკია!“მიდის პოეტი. ეს პროსპექტიარ არის მისი,ის კარგადა გრძნობს ამ დღეებისსხვანაირ ელვებს.მაგრამ ტფილისი, ეხლანდელიმძაფრი ტფილისი,მის გულს მედგარი მშენებლობისგრძნობით აღელვებს.მიდის წყნარი და მხიარული.ახალი ძალითუყვარს სიცოცხლე (დე, იცოცხლოსმრავალჟამიერ)!ჩვენთვის ის მუდამ ძვირფასია,ვით მაგალითიბევრის ატანის, შემომქმედიშრომის დღე-ღამე.რევოლუციონურ საქართველომასე შეტოპა -ვინ არ შეხედავს სიხარულითამნაირ გარჯას,იმედიანი გახდება თვითუიმედობა,შენება მოდის? თუ მოვიდა -მას გაუმარჯოს!რას ამბობ, კაცო? უშრომლად ხომარა მოდის-რა,ის რომელია, რომ უმღერისნირუცვლელ ყოფას.იშრომე რაღა! ვინც ასეთიშრომა იკისრა,ის კიდეც დასძლევს კარჩაკეტილუნაყოფობას.იანვარია. თოვლი ფარავსქუჩებს და ბინებს,მაგრამ ვინაა, რომ ჯინაზეასეთ ამინდის„მაისის ვარდნი გაფურჩქვნილნის“ხმით მიღიღინებს?სამოცდაათი წლის პოეტიქუჩაზე მიდის!იქით კი ისევ მძლავრზე მძლავრიარის ხმაური,ისმის ეპოქის უსწრაფესიეტლის გრიალი,ამ ეტლში ისიც ჩაჭედილა,ვით მოგზაური,მაგრამ დანახვას ყველაფრისასვერ ასწრებს თვალი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი