↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამრეკლო უდაბნოში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ზღაპრების თეთრი კვამლითქალთა სუნთქვაში დაფარულიყვავილთა სუნი.ოჰ! მე მომესმის შეყვარებულწამწამთ კანკალი,და მიყვარს ქარი!თან ფოლადივით ცივი სიტყვებითვეტყოდი ყველას:იანვრის თოვლი, იანვრის თოვლიაჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,სწუხს:ცოდვილ ხელებს,დაფარულ ცოდვებს,დამალულ ღალატს,ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს.სწუხს:სხვაგვარ ცრემლებს,თეთრ ბეჭდების თვლებს -შიშველს, თეთრ ყვავილს...სწუხს ჩემი სული - ვით სამრეკლოცის უდაბნოში.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი