↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამი ღრუბელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
მე არა ერთხელ მინახავს:რა ნაზად დაუჯგუფელი,ჩემს ეფემერებს ინახავსსამი ფერადი ღრუბელი.ღრუბელი ცაზე ენთებალაჟვარდი, ოქრორეული,ო, დროო! გამახსენდებაშენი გზა სიზმარეული.წითლად ელვარებს მეორე,მრისხანე ეფემერადი,ქარივით მომეტეორედა ცვალებადით ფერადი.და თეთრი, თეთრი ღრუბელითითქო მარადი ქაფია,სიცოცხლე დაუგუბელიდა ცივი ეპიტაფია.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი