პოეზია · ლირიკა
ენა, 2002 წელი
ჩვენ შევესწარით - ენა სულს ლევდადა ანტიენა ბატონდებოდა.
ენას წაერთვა ძალი და მადლი -სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელსდა უბრძოლველად გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.ენას წაერთვა ძალი და მადლი -ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,ვერც სალოცავში ილოცებოდადა ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა.
გამოაცალეს ჩვენს ენას რკინადა ტყუილების თავშესაფრად აქციეს იგი,კაცჭრიჭინები გამოეფინნენდა ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.
... ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,შეჩერდა, ყური დაუგდო ჭრიჭინსდა ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:- სად წავიდნენ სიტყვები?- ვინ დახოცა სიტყვები?- რა ომი იყო ასეთი ომი?!