პოეზია · ლირიკა
დღიური, 1994 წელი
გამომძიებლებს უწამებიათდა გონებიდან გადასული დაბრუნდა სახლში.როგორც კი გაზაფხულის წყლები აირევა,ეგაც წყალივით იმღვრევა და საშიში ხდება.
წუხელ მამამისს დასდგომია შიშველი ხანჯლით:- შესაწირავი ცხვარი ხარ და უნდა დაგკლაო.
... და აი, ახლა თოკით შეკრული სამ კაცს მოჰყავდა -ორნი აქეთ-იქით ედგნენ, მესამე - ზურგიდან.
რომ დამინახა, ქვას მიადგა ორივე ფეხი,შემომაცქერდა და შემომტირა:- აი, ხომ ხედავ, საგიჟეში უნდა შემაგდონ,ვეღარ გავუძლებ იქაურ მხეცებს -იმათ რეჟიმს და რეზინის ჯოხებს,მიშველე რამე, - გადმომამხო მღვრიე თვალები.
... მაგრამ მაშინვე შემატყო, რომ ვერ ვუშველიდი,ვერ ვიხსნიდი და მოჭრილ ხესავით,უცებ მოერღვა, ჩაეშალა მთელი სხეული.დაძრეს. მიაწვნენ. წაიყვანეს.ჩემი იმედი გამოეცალა -დამსუბუქდა და ფეხი ვეღარ მოსდო მიწაზე,დამორჩილდა და ბუმბულივით წაეღებინა.
გულმა მირჩია: მიდი, გადასჭერთოკები, რითაც ეგ საწყალი შეუბოჭავთო,მაგრამ... გული ხომ ყოველთვის მარცხდებადიქტატორ გონებასთან კამათში.