პოეზია · ლირიკა
ენა
ჩვენ შევესწარით – ენა სულს ლევდადა ანტიენა ბატონდებოდა.ენას წაერთვა ძალა და მადლი –სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელსდა უბრძოლველადგამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,ვერც სალოცავში ილოცებოდა,და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა;ჩვენ შევესწარით – ენა კვდებოდადა ტყუილების სამსახურში ჩადგნენ სიტყვები;კაცჭრიჭინები გამოსულიყვნენდა ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.... ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,შეჩერდა, ყური დაუგდო Qჭრიჭინსდა ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:– სად წავიდნენ სიტყვები?– რა ომი იყო ასეთი ომი?– რამ მოკლა ენა?!