პოეზია · ლირიკა
სონეტი 12
12.
გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად -მობჯენილია ღამე შუბლზე ნიავით გრილით...მაგრამ გჯეროდეს, რომ შორს, სადღაც მღერის გრაალიდა თუ არ მღერის, მაშინ ეს ხომ დასასრულია.
აქ უნდა მოხდეს ის შეხვედრა, სულს რომ სწყურია:გამოანათებს სიბნელიდან სხეულში გავლითისევ ის მზერა ნაცნობი და სატანის მგვანიდა შეუერთებს შენს იმედებს შორეულ წყვდიადს.
დაღვრილი ცრემლი ასხმულია ყურსაკიდებად,არ ემძიმება სხვისი ტვირთი, შვენის კიდევაც;თითქოს სცენარი შეიცვალა ახალი კადრით -
თითქოს სარკეში ეცეკვება თავისთავს კადრილს.დნება დღე ცვილის სანთელივით და ცოტა ხანიც -სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე.