↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 11

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2883 ნახვა

—
11.
რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!გულისთქმის ზღვარზე გაშლილია გზები კარტივით.ვერ გარკვეულა თავისთავში გრძნობა მარტივი -მოგონებები ზურგით მიაქვთ, ვით ვაშლი ზღარბებს.
მე იმ ბედნიერ მომავალზე, გულს რომ ახარებს,შთაბეჭდილებას შევქმნი ქარში გვიანი მარტისდა მომინდება ღვთაებრივი ის სიმარტოვე,რომელიც თავის შესაცნობად სჭირდებათ საგნებს.
მაცოცხლებელი სურნელება წვიმის მირაჟისლუსმულ წარწერებს ამოტვიფრავს ღრმა ღამეებად,სულგანაბული შემიძღვება მდუმარებაში -
იცის ბუნებამ, რასაც ნიშნავს ეს ჩაღრმავება:დადის მევალე და ხმადაბლა კითხულობს სიას...გააღებ კარებს, იქ არავინ არ ჩანს სრულიად.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი