პოეზია · ლირიკა
* * * "მორიელივით საკუთარ თავს"
მორიელივით საკუთარ თავს იგვემავს კუდითღამე,რომელიც არ არის ღამე -იგია შავად შენიღბული უცნობი ქურდი,რომელიც გულებს მორგებული საკეტით აღებს:აშიშვლებს ვნებებს და სირცხვილიც არ არის ურცხვი,რადგან სიშიშვლე დადის უჩინ-მაჩინის ქუდით -არა ჰყავს მოწმე არც ალერსს, არც პატარძლის კურცხლებს,რახან ღამეა შენიღბული ცბიერი ქურდი,რომელიც ჭისკარს საიდუმლო საკეტით აღებს...
მთვარეს სხვებისთვის არ სცალია, გადაჰყვა მუნდირს:რა ესაქმება ვინ მრუშობს და ვინ ვის გულს აღებს.შემოხვევია ყელზე შავი კირჩხიბის კუდიდა შედგომიაფეხაკრეფით სასახლის თაღებს.