პოეზია · ლირიკა
არქეოლოგიური გამოფენა
აქ ისეთი სიჩუმეა, სიმყუდროვე ისეთიარა მიწიური, რაღაც შორეული...საკუთარი სუნთქვა შეზღუდული სივრცეთიშიგ კიდევ ვიღაცის სუნთქვა შერეული.
აქ ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიმყუდროვე:ქვაზე აღბეჭდილი ვაზის მტევნებივით,საკუთარ დუმილს უნდა ადროვო _არაფერი გქონდეს მიუტევებელი.
აქ არის მხოლოდ აზრთა შეყოვნება,ასე გეგონება თიხაა შეგონება.თითქოს სამკაულები უცხო გოგონებმამოიხსნა ყელიდან და დარჩა მოგონებად.
აქ კიდევ ვიღაცის სალამი მდაბიო,ჩემი თვალებია სულს რომ გამოფიტავს!საფლავის ქვებში არქეოლოგიამორიდებულად გვამცნობს სერაფიტას.
რა მოკრძალებას და რა დუმილს იჩენს,ყოველ ქვას და თიხას ბაგეებით ვეხები.თუ აიტანენ ასეთ სიჩუმესისევ გამომწვარი თიხები.
ჩამქრალ კერასთან აწყვია ქოთნები.აქვეა ნანადირევი ირმის ბეჭები,პატრონის დაბრუნებას ელიან მოთმინებითკერასთან ტერფების ანაბეჭდები.
აქ ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიმყუდროვე _ჩუმი თვალებია სულს რომ გამოფიტავს,ამ თიხას ადროვეთ, ამ მტვერს ადროვეთ,ყველაფერ ამაშია ახლა სერფიტა.