პოეზია · ლირიკა
სონეტი 10
10.
სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი...იგი ნამდვილად არის აქვე - მოგონებაში;სპეტაკი თოვლის სიმსუბუქით ციდან დაეშვადა გაანათა მოლოდინი ზღაპრულ ქოხივით.
იგი უთუოდ მოერიდა სხეულის ხმელიფოთლით შენიღბვას და ქუჩაში დადგა აფიშით,რომ წუთიერი ნეტარებით თავთან თამაშიგამოესყიდა სილამაზის ნაღდი სახელით.
თუ მოგონება სასახლეა, თანაც უკაროდა ვისაც უნდა, როგორც უნდა, გადი-შემოდის...ვინ დაამკვიდრა შენობაში ეს უკმარობა
ამ სილამაზის, სიყვარულის და უშენობის.ეს შენ ხარ - ირგვლივ ყოველივე გააღარიბე,რარიგ იგრძნობა იდუმალი ლტოლვის სიხარბე!