პოეზია · ლირიკა
კრიზისი
წვიმს, გულუბრყვილოდ ტიტინებს და მხრებით იცინის,რომ ერთმანეთთან გავჩერდით და აღარ მივედით.ხოლო ეს წვიმა ლაფსუსია, რადგან ისინიცჩამოდიოდნენ და წვიმაში აიგივებდი.
უჩვეულოა, უაქცენტო და მედინალი,რა ისე მოხდა, რომ სამყაროს თხელი ლიბრივითვერ გავაცალეთ დაწყვეტილი წვიმის მდინარედა რა თქმა უნდა, რაღაც ძალზე ჩვეულებრივი.
ისეთი ღია ფანჯრებია, წვიმით ავსებენოთახს. ო, არ ვარ მოწყენილი და მითუმეტესრომანტიული, იატაკზეც, როგორც ასეთი,აგდია ღამე, როგორც ყუთი, როგორც იმედი.
წვიმს, გამოცდილად, ლაკონურად, მხრები, ნოველა,მოკლე ფრაზებით, მოკლებული ყველა სიფითრეს.ხოლო ეს წვიმა ნამდვილია, როგორც ყოველიწვიმა, რომელთა სისველეშიც გამოვიფიტეთ.