↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 13

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2884 ნახვა

—
13.
სულში მკვიდრდება სასოებით ახალწლის ღამე...სამარადისოდ ძველმა წელმა დახუჭა თვალი!მალე შემოვა მოქანდაკე - ჭირისუფალიდა ხსოვნის ნიშნად მიცვალებულს აუღებს ნიღაბს.
ალბათ სატანა კიდევ ერთხელ გადიხარხარებს,მერე უკანვე სიბნელეში გაქრება მალვით,სად ანგელოზნი იმღერიან ექსტაზით მთვრალნი: -დღეს ბებრები ვართ და ბავშვები ვიქნებით ხვალე!
ანთია ახლა ერთი განცდით სამყარო - სახლი.სად არის ზღვარი - გასაყარი ძველის და ახლის?ხანგრძლივი დროით სად ვიყავით, ან სად ვიქნებით?
დამისხით ღვინო, არა ის, რაც დალეულია -უნდა დავლოცო, ვისაც უხმობს ოცნების ფრთები,როგორც მოცარტის ამღერება "ალილუია".

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი