↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ყვავილების მდინარეს

ლებანიძე მურმან

2026-07-182 წთ საკითხავი10410 ნახვა

—
(ციკლიდან „გალაკტიონი“)
ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.ალბათ, შუბლიც სტკიოდა - მაინც, მეფურ იერით,იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდადა რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა.„რა ჰქნა?“ - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.„რა ჰქნა?“ - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, -იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდითტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.ერთი-ორი სხვაც ჰყავდა,ვინც მშობლისთვის იბრძოდა,მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი