პოეზია · ლირიკა
* * * დილის ბინდში
დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით ...თოვდა, თოვდა ... რა კარგია თოვა ...გადამიდგა და ბოდიშის მოხდითგამაჩერა, სიგარეტი მთხოვა ...
მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა ...
მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.”ეჰეჰეი!” - შეუძახა თბილისსდა ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა ...
თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა ...რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
1980