პოეზია · ლირიკა
* * * "აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს"
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს _ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...და მე ვყვირი: _ჩემს სისხლს დალევს უწინამც!და მე ვმღერი:_ აფხაზეთი ჩემი!როსმე `არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!)მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...და მე ვყვირი: _ მკვდარსა მნახვენ უწინამც!და მე ვმღერი:_ აფხაზეთი ჩემი!ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს _არაერთის ზედ მიემსხვრა გემი...და მე ვყვირი: _ ოხ, უწინამც! უწინამც!და მე ვმღერი:_ აფხაზეთი ჩემი!