პოეზია · ლირიკა
* * * ორმოცდაათის მერე
ორმოცდაათის მერევატყობ, ადვილად ვთვრები.ვწუხვარ, გულს ვეღარ მტკენენჩემი პატარა მტრები.
ხომ ისევ იმას წერენ,ვლიან იმავე გზებით -ორმოცდაათის მერეშემწყნარებელი ვხდები.
დრო ჰქრის როგორღაც სწაფად,ვატყობ, დამოკლდნენ წლები ...ეს სიბერეა, ალბათ!ვხვდები, ძამიკო, ვხვდები!
1978