პოეზია · ლირიკა
* * * "გაზაფხული შემოსულა, ლენ..."
გაზაფხული შემოსულა, ლენ,ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,თეთრი ტილო მომიქარგე შენ!გაზაფხული შემოსულა, ლენ!მოგანატრე სათიბი და ტყე,სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრისდა ცისფერი, უბორკილო დღე...მოგანატრე სათიბი და ტყე!აწი აღარ გაგაჩერებ შინ,აწი ოჯახს ვერ დაარქმევ `დილეგს~,მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს _მწევარივით გამიხტუნე წინ,აწი აღარ გაგაჩერებ შინ!გაზაფხული შემოსულა, ლენ,რია-რია გაუმართავთ ჩიტებს...მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,თეთრი ტილო მომიქარგე შენ!გაზაფხული შემოსულა, ლენ!