პოეზია · ლირიკა
* * * დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს
დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს,დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი ...არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -არ თქვა წუთისოფლისაუგი არასოდეს!
საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებითდა სხვა რომ იქნება -მკერდზე ყაყაჩოთი!
1981