პოეზია · ლირიკა
* * * "უპირველესად"
უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,მას მერე _ ვისიც რამდენად მმართებს:ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს _ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!სად ყოვლიარი გადატრუსულადა რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს,_ გრუზინ?_თათარი მკითხავს რუსულადდა მიმასწავლის საკურდღლე სერებს.წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს _`ფეშქეშ~: _ და თვალებს მიშტერებს ნდობით.დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,ავახმაურებ სამშობლოს თოფით...მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,სალამურსავით ჩავბერო ყელში...`ხოშ გელდი!” ძმა ხარ, ჩემო თათარო!ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!