↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი ყელი

გრიშაშვილი იოსებ

2026-07-181 წთ საკითხავი3405 ნახვა

—
შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელილერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას:მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.
აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებსშენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას...რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,რომ..ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი