პოეზია · ლირიკა
გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,ქორონიკონის კენტი და ლუწი,-მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმარა სურათები მოქარგა უწინ.თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად-გაგაოცებდა რუმბების სისქედა ჭიანურზე დაკრული ჩარგასიძველისადმი გრძნობა, პატივი,თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -მიხვდები ასე ანდამატივითრისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.მიხვდები, რატომ არ დაერიდაჩემი ლექსები პოეტთა კილვასდა რატომ ვცდილობ ამიერიდანასე თამამად წარსულის ხილვასაი სეირი ჯერ არნახული!სადღაა ეშხი და სილამაზე!არ სჩანს ურემი მოჩარდახულიღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანსჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანსთავის დუქანთან მიბმული ყოჩით!კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-ეს ადათები ძველთაგან ძველიგადაივიწყა სიტყვამ ქართულმადა დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
2აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.აი, აფეთქდა აისი ნაღმად.აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,რომ შორეული ჰანგი მომფინოს -მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...ვრჩები ოტელო უდეზდემონოდმე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრადვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთადდარჩები მუდამ გაუხუნარი.ძველო თბილისო! ჩემი მიზნებიაღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...