↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აშპაშხანისკენ

გრიშაშვილი იოსებ

2026-07-181 წთ საკითხავი3404 ნახვა

—
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზედგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზეშემხვდება ორი ნაჯიბგირალი.
”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!”მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს...ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა-განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.
მოქეიფენო! ძველმა თბილისმამეც ჩამომართვა უძარღვო ხელი-მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,სად არის ძველი ყარაჩოღელი?
გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.
გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,და ავტირდები, როგორც ეს ღვინოკინტოს პერანგზე ჩამოღვარული.
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი