↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუთუნის ქარხანაში მომუშავე ქალის სიმღერა

გრიშაშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი3406 ნახვა

—
თუთუნს ვახვევ სიფრიფანა,თხელ ქაღალდის სამოსელშიდა თან ვმღერი ჩემს ვაებას,მებჯინება ცრემლი ყელში.
ვმღერი... ვშრომობ... ვშრომობ... ვმღერი...ვმღერი ცრემლად დანალექი,და ნელინე მკლავს და მახმობსულმობელი ჭლექი... ჭლექი...
ვეღარ ვყნოსავ ჩემი სოფლისმაცოცხლებელ ყვავილთ სუნსა,ნაცვლად ვხედავ დღით თუ ღამითაქ თუთუნსა, იქ თუთუნსა.
აქ თუთუნით სუნთქავს ყველა,მოიშხამა ყველაფერი,დამნატრულდა სუფთა სიოდა კამკამა ჰაერფერი.
ჩანაყვითლი სახე ჩემიჰგავს ფოთოლსა შემოდგომის!ვშრომობ! მაგრამ, ეხ, ვინ არისმადლიერი ჩემი შრომის?!
და თქვენ... და თქვენ, სვე-მღვიძარნო,როს იკავებთ თუთუნს პირში,გრძნობთ, რომ იმის მკეთებელიკვდება ტანჯვა-გასაჭირში?
თუთუნს ვახვევ სიფრიფანა,თხელ ქაღალდის სამოსელშიდა თან ვმღერი ჩემს ვაებას,მებჯინება ცრემლი ყელში.
მაგონდება სიყმაწვილე,მაგონდება დედა... მამა...მყავდა ქმარი, მყავდა შვილი -ყველა მიწამ შემიჭამა.
და ობოლი - ობლად დავრჩი,უბედურად - უბედური;ეხლა თუთუნს ვჭრი და ვახვევ,რომ ვიშოვო ლუკმაპური.
ეხ, ვის ვუთხრა ჩემი დარდი,ფიქრი ვიღას განვუმარტო? -როგორც მარტო გავჩნდი ქვეყნადდა ჩავკვდები ისევ მარტო.
ან ვის დავწყვეტ გულს სიკვდილით?ვინ მიტირებს ოხერ-მკვდარსა?მხოლოდ დარდს კი თან წავიღებ,დარდს, ჩემ მუდმივ მეგობარსა.
და თქვენ... და თქვენ, სვე-მაძღარნო,რომ იკავებთ თუთუნს პირში,გრძნობთ, რომ იმის მკეთებელიკვდება ტანჯვა-გასაჭირში?
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი