პოეზია · ლირიკა
დავბერდი? - არა
ცხოვრებისაგან წყალწაღებულიმე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.გამარჯვებული, გალაღებულიმიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებსდაჰკრავს სურნელი საუკეთესო,ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავითვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავივერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებსდაჰკრავს სურნელი საუკეთესო,ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,სულზე უტკბესო!