პოეზია · ლირიკა
დააჩქარე! დააჩქარე!
და ის ვინც გაქებდა...და ის,ვინც გალხენდა,ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!ნუთუ გახდი ისე ცრუ,ბოროტი,მავნე,-თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი,თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად...და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...
ეხლაც,როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი,ეხლაც! ეხლაც-მეთქი,ის შენი დობილიჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილიდა ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:''ჩემსავითო,გწამდეს,ვერვინ გიერთგულებს!''აი,გადაიძრო თავიდან თავშალი,აი,გადიყარა კოხტად თმა ნაშალიდა ცრემლები თეთრი,და ცრემლები წმინდანელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...
ჩქარა!ჩქარა!ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ -საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელსდა წაგართმევს ჩემს თავს ,და წაგართმევს მკობელს!დააჩქარე,გესმის? - დააჩქარე მალე,თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი!თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად...და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...