↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გლარჯის მილი

გრიშაშვილი იოსებ

2010-08-121 წთ საკითხავი3405 ნახვა

—
ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა, რად გსურს ააბოლო?ვეჭვიანობ! და შენს მგოსანს მომეღება ეჭვით ბოლო.
როცა ქალი დივანზე ზის, ზის ჩანაფიქრ-ჩაღვრემილი,როცა პირში უკავია სუნოვანი გლარჯის მილი,როცა ფეხი ფეხზე უძევს კაცის თვალის მოსატაცად,-და სწევს თუთუნს ხამუშ-ხამუშ, და სვამს ორთქლსა დაყოვნებით,და სწევს ნაგრძნობ-ნაფაზითა, სწევს გიჟურად... ჟინით... ვნებით...მაშინ გულში ვებრძვი ჩემს იჭვს, ვცემ ნაღარას, ვცემ ყიჟინსა,ვამბობ, სჩანს, მცვლის, რომ ჩემს ნაცვლად ამ თუთუნზე იკლავს ჟინსა!
ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა ,რად გსურს ააბოლო?ვეჭვიანობ, და შენს მგოსანს მომეღება იჭვით ბოლო.
1915
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი