პოეზია · ლირიკა
მხარი ხარს
არ ვგვანებივარ კანტს და ციცერონს,არც მიცხოვრია ბრიყვად.ჩემი სიცოცხლით დავამტკიცე, რომადამიანი მიყვარს.როცა ეკრანზე ტორეადორი,წაქეზებული ქებით,მიწაზე გდია ნათრევ-ნატორიდა დაჯგვლემილი რქებით,ჩამტვრეულია კაცის ნეკნები,სისხლი სდის ხარის გავას, _როგორც პოეტი, მთელი შეგნებითხარის მხარეზე ვდგავარ.