↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეტრიწონი

ინჯია ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი2150 ნახვა

—
გზაზე უსაშველო ავდარია,გვიძღვის მშვენიერი ოფელია,ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“,ტონჩო ტონევი კი შოფერია.ისმენს თხოვნას ჩვენსას ოფელია,ვინმე ბულგარელის თეთრი ცოლი,სადღაც, მაღალ მთაზე სოფელია,უნდა ვინახულოთ პეტრიწონი.ტონჩოც დავითანხმეთ, ოფელიაც,წვიმამ გადაიღო უმიზეზოდ,შარა ნეშოებით მოფენილა,თითქოს შემოდგომას უმიზნებსო.როგორც უცნობია მთვარის მაგმა,კაცის ბედიც ასე რა რთულია,მიწა ბულგარული არის, მაგრამესე მონასტერი ქართულია.თვალი ამ სიმწვანეს მიმოავლე,ზემოთ რაკეტაა თუ სვეტია,გრიგოლს, აბაზსა და იოანესხამლი ამ ფერდებზე უცვეთიათ.ღვინით ვიხსენიებთ წინაპრებისგმირულ სახელებს და ვიცრემლებით,მე სხვას ვეღარაფერს ვინატრებდი.მეყო ბულგარეთის სივრცეები,თორემ ნოსტალგია მომეძალა,ამ წყლულს ვერ აშუშებს მრავალძარღვა,ბუჩქში შეფრთხიალდა ღობემძვრალა.გორი გამახსენა მამაძაღლმა,ჩქარა ავიბარგოთ როდოპიდან,უკან წასასვლელი გზა წინ არის,ფეხქვეშ გვეფინება ლორთქო პიტნა,ცოტა ველური და ნაწვიმარი.აღარც უსაშველო ავდარია,არის მშვენიერი ოფელია,ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“,ტონჩო ტონევი კი შოფერია.

ინჯია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი