↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როცა წვიმები ამირბარობენ

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9858 ნახვა

—
წვიმს _ბათუმს წვიმა როდის უკვირდა,ცა წარბის გახსნას არც აპირებს,ამოაგორე, ცაო, უბიდანმზე _ სიხარულით რომ ამატიროს.რომ მოილხინოს ჩემმა სტუმარმადა ზღვას დარდები მიასამაროს,რომ მიატოვონ რეტრო ქალებმა,იენძელონ და იასამანონ, _ამოაგორე, ცაო, უბიდანმზე და სიცოცხლეს მიეც ხალისი,დაბრუნდებიან სიყრმის სიზმრებიდა სიყვარულიც მოვა თავისით.მაგრამ ვის მისწვდესსიბრძნე სურვილთა,როცა წვიმები ამირბარობენ,ამოაგორე, ცაო, უბიდანმზე და ქალაქი ამიგალობე!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი