↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რას მეტყვი მზის მახარობელს

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9859 ნახვა

—
სიყვარული არა მწამსთუ ვერ გაალამაზებს,თუ სულს ვერ აგიყვავებსბულბულების გალობა.მთელი ჩემი სიცოცხლეცხოველ სხივებს ვპარავ მზეს,სხვა მინდოდა დამეწვა,დამწვა შენმა ქალობამ.ყელს მოიღერებს ხვარამზე,თმა გათეთრდება ნატვრითა,სიყვარულმა და სურვილმაგული დაწვა და დაფლითა.ქარმა წამიღოს უიღბლოდ,ელვამ დამიწვას თვალები,ჩემს სატირალში მოვიდნენსულ შენნაირი ქალები.წყალწაღებულის ფიქრია,მე რომ მჭირს,მე რომ დაგეძებ,რა ვქნა,ვარდები ჰყვავიან,რა ვქნა,ვარდები მაქეზებს.ვარდის ფურცლობის დროც არის,სულში მზეა და დარია,თვალი სულ შენკენ მიჭირავს,სულ შენკენ მომიხარია.აქ ფონი არსად არა ჩანს,აქ მორევია მზაკვარი,ის სიყვარული რა არის,არ აგირიოს გზა-კვალი.მზე,მზე ანათებს,ქალაქშიმზის საგალობელს გალობენ,აყვავდა სული,მიყვარხარ,რას მეტყვი მზის მახარობელს?!
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი