პოეზია · ლირიკა
რა ხელმა ქნა
ქარიშხლებს გადარჩენილიიშხანი შემხვდა მდუმარი,მომრავლებია გულთბილიგურჯისტანიდან სტუმარი.
მოსაოხებლად წარსულის,ღვთისგან ჯვარგადასახული,სულის შემძვრელი ტკივილითმიცქერს ბანა და ხახული.
ვგრძნობ,რა ცეცხლი უკიდია,ამ ტაძრების გამო უფალს,რა ხელმა ქნა?!ამის მნახველს,ქვასაც ცრემლი წამოუვა.
ქვაც იტირებს,ამდენი ხნის უმირონო,უკურთხები,ჩაქცეული გუმბათები,ჩალეწილი ჩუქურთმები.
სადაცაა შეღამდება,მთვარე სულში ნაღველს გარევს,ნეტა თვალით არ მენახა,არ მეყლაპა ცრემლი მწარე...