↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორას დოლარად

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9858 ნახვა

—
ოცნებით რძისფერ ღრუბლებში ვწევართ,ხომ კარგად ვიცით, ვინც ვართ და რაც ვართ,ორას დოლარად იყიდი მწერალს,ორას დოლარად იყიდი მხატვარს.
დაემსგავსება გამოწვრთნილ მწევარსკაცი, რომელიც აივსებს სტომაქს,ორას დოლარად იყიდი მკვლევარს,მეცნიერს _ ძველის თუ ახალის ქომაგს.
ჭირს არსებობა, ყოფაა მძიმე(ამ დღეში ჩამგდებს მიეცეს დარდი),როცა დაკარგავს ყოველგვარ იმედს,ორას დოლარად იყიდი არტისტს.
ორას დოლარად გაიჩენ ბორდელსმზემოკიდებულ ბანოვანების,ორას დოლარად მიიღებ ორდენს,მასმედიაში გახმოვანებით.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი