↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრებს

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6055 ნახვა

—
მე დავლევ ახლა ლალისფერ ღვინოს,და არ თქვათ ჩემზე ლოთი არისო,მინდა თქვენს შორის რომ მოვილხინო,ხართ ჩემთვის ტკბილი და სახალისო.
უნდა ვიმღერო თავდავიწყებით,ფანდურის ყელზე მიმაბით ლარად,როცა ამ ვეყნად აღარ ვიქნებით,ჩვენი სიჩუმე მაშინაც კმარა.
ვიდე წაგვლეკავს საწუთროს დელგმა,ე ღვინო სულის დაღლამდე მასვით,ვინაც პირველი წავიდეს ჩვენგან,მას გაუმარჯოს ახლა ამ თასით.
თქვენი ლაზათი და სიყვარულიჩემი ჩრდილივით მომყვება მუდამ,წუთით დაუთმეთ სიმღერას გული,-ღვინოს ხომ ტკბილი სიმღერაც უნდა.
უთქვენოდ პურის გატეხაც მიჭირსთქვენთან მიგულეთ, ძმებო, მარადის,ერთი მართალი ხევსური ბიჭიგაზრდილი მთების იავნანათი.
იმღერეთ ძმებო ნუ დაივიწყებთ,რომ ეს საწუთრო წუთია მხოლოდ,ჩვენ ხომ ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთმას გაუმარჯოს,ვინც გავა ბოლოს!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი