↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვთვრები ახლა ლამაზი ქალით

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6043 ნახვა

—
მე ველოდები შენს გამოჩენას,კრთიან ქაღალდზე სუსტი თითები.ეს ღამე მალე ჩურჩულს მორჩება,გავყვები შორ გზებს და დავითვრები.
ღვინით კი არა, ლამაზი ქალით,შემოჩრილია ჩემში ცდუნება,როგორც გადაშლა სუყველა კვალის,იმედის დაცლა და გამტყუნება.
მე ვთვრები ახლა ლამაზი ქალით.მე ვიწამლები ამ საოცრებით,წირვაზე უკვე მივდივარ მთვრალი,ბოლო სატკივრით და სალოცავით.
სიმშვიდის ჟამი თვალწინ მელევა.სულსაც ეყრება შავი ციება,თუმცა ეს წვა და საშინელაბამე, როგორც პოეტს, მეპატიება.
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი