↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ბეწო წვეთი

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3631 ნახვა

—
ცხრათვალა მზეს დაბადების დღე აქვს,
ხუმრობაა? გახდა დიდი გოგო,
გამოუცხო ცამ ნისლების ტორტი
და ღრუბლების ბეზეებით მორთო.
მოშხაპუნდა ქალბატონი წვიმა,
მოიყვანა ერთი ბეწო წვეთი,
შემოუსხდნენ მეგობრები სუფრას,
მზე ხალისობს, მზე იცინის, მღერის.
ვერ ისვენებს ერთი ბეწო წვეთი,
ტკბილეულსაც ვერ აშორებს თვალებს,
სულ შესანსლა ღრუბლის ბეზეებისანამ ტორტზე დაანთებდნენ სანთლებს.
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი