პოეზია · ლირიკა
დიაფილმი
ასეა ყოველ ლილოჭრელობას:დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი -მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა,დნება და დნება...ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას,მერე - მეორე...ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით,მერე - მეორე...დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა...
რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები:”ვისი სული გსურს”,”ხიდობანა”და ”ბორა-ბორა”,დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივითბიის სურნელი და ბიაზე - ზანტი ობობა.უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით,ძლივსღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი,კადრზე კითხულობ გადაძახილს:- ზურია, უუუ!- ვახტია, უუუ!- რუსუდან, უუუ!ეს უკვე ნიშნავს: საღამოა.ასეთ ამინდში,მეტი რა უნდათ ციცინათელებს,ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას.
აჩერებ კადრებს.აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება:ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი,დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს,მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის.კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად,წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი,წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად,თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი...
მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო...ბარდებში - დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი,შემოდგომობით - ქარებისგან სილაგაწნულიშაფრანი,აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის...
ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი:ჩვენსავით, ასე,თამაშ-თამაშით,ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილიდა დაცლილ მთაში,მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც,ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს,მხარზე გაიდებსდა გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება.
ჩემს დიაფილმზე...ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა:ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები:”ამის პატრონმა რა ქნას”...”ამის პატრონმა რა ქნას”...”ამის პატრონმა რა ქნას”...