პოეზია · ლირიკა
აღსარება
გამაგულადე, როგორც კვირია,და ჩემი ჩანგიც შენვე მომართე,შენ ჭერქვეშ,რაღა გასაკვირია,ვიმღერო სულის ამოხდომამდე.მთებზე გამკიდე ცისარტყელებადდა ჩამაფინე ხევში ნისლებად,გავუძლებ ქარის ამოხველებას,იმედის წყარო არ დამიშრება.გინდაც მისროლე თერგში ლოდივითვერ გამახელებ ერთგულს და მორჩილს,არ მეშინია ამ მოლოდინის,ვარ შენი სისხლი და შენი ხორცი.ჩემი სხეული მაინც აღსდგებაშენი სითბოთი და შენი მადლითდა სიყვარულის გასანაღდებლადკიდევ ვიპოვი დროსა და ადგილს.მე გავაღვიძებ ქარაფებს მძინარს,შენმა სიმაღლემ თუკი ინებადა არ დავრჩები გაწყვეტილ სიმად,არც დაკვეხნებად,არც დაპირებად!..