↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მარტო შობილი"

ხუხაშვილი გიორგი

2015-06-121 წთ საკითხავი380 ნახვა

—
მარტო შობილი, მარტო კვდება, კაცი მარტოა,მოყვასით ხარობს ძე კაცისა, შენგან შექმნილი,მარტომ რა პოვა, დარჩენილმა ცისქვეშ ძეგლივით,მოჩრდილებულში ვერ შემყურემ ცას ლაჟვარდოვანს.სიცარიელე სიმარტოვის განა სანდოა,როგორც უნავოდ დარჩენილი ყრუა ბოღაზი.ხმა გამაგონე უდაბნოშიც უცხო მოყვასის,რომ დარდისა და სატკივარის შევძლო განდობა.ავადმყოფს მყავდეს ერთგულებით ღამის მთეველი,სიცარიელით არ აღავსო ჩემი საწუთრო.გზაში შემყარე თანამგზავრი, არ გამაცუდო,სიბრძნით სიშმაგე გაანელე სადუკეველის.გაშლილ სუფრასთან მარტო მჯდარი სტუმარს ვნატრობდე,სიმარტოვეში მდუმარება სუფევს მარტოდენ.

ხუხაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი