↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაოსი

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3618 ნახვა

—
ღამეა - ვარსკვლავთა ჯგუფების მარხილი,ქარია, რომელიც დაიწყო სიოდან,შენს მხარზე მეძინა და თავი ვამხილე,რომ ერთად ვიყავით და მაინც მციოდა.
რომ ახლა შავია უდაბნოს მირაჟიდა მოჰგავს კედლებზე დახეულ აფიშებს,ცოდვაა ყოველი დღე უფლის წინაშე,რადგანაც მართეს და ფილმივით გათიშეს.
აქ ახლოს ზღვა არის, ზღვა არის შვეული,ვამთავრებ ცხოვრებას, ასაკით ოცდაერთ,წასვლამდე ერთხელაც ჩემს ცოდვებს შევუვლი,რომლებიც ჩემია... რომლებიც მომტაცე -
უფალო... მახსოვდა მანამდე სამს ეკლოწუთები, მცირედი (ვიბნევი მე დროშიც),როდესაც დაეცა სიჩუმით სამრეკლო...სამრეკლო - სულის და ტაძრების მედროშე.
ქარი დგას სკამზე და სიმაღლეს აზუსტებს,ქარი დგას ხეებში და თითქოს ვერ ვიტან,მე არ ვარ ისეთი, რომ მერქვას კაზუსი,და მაინც ვირღვევი მეორე ნერვიდან.
მინდორში იზრდება ხვია და ნარცისი,სავსე მაქვს ბალახით ჯიბე და სარჩული,რადგანაც ვხვდები რომ ბედი მაქვს არც ისე -ლამაზი... და მაინც ლამაზად ვარჯულებ.
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი